„ევროპაბეთი“-ს ფინანსური დირექტორის გიორგი ნიჟარაძის თქმით, რეგულაციების შედეგად აზარტული თამაშების კლიენტთა ბაზა 30%-ით შემცირდა. ამის შესახებ მან გადაცემაში BMGDRIVE ისაუბრა.
“ევროპაბეთი“-ს ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ სექტორმა შეამცირა ინვესტიციებიც და ამჟამად მხოლოდ ორი აქტიური კონტრაქტი აქვთ.
“ბაზა შემცირებულია იმის ხარჯზე, რომ აკრძალვებია. საჯარო პირების და სოციალურად დაუცველების შავი სია, რაც გაკეთდა, 960 000 არის [რაოდენობა] გაცილებული. ასაკის 25 წლამდე გაზრდამაც, რა თქმა უნდა, ამ შავ სიასთან ერთად დიდი ეფექტი მოახდინა. ჯამურად 30%-იანი შემცირებაა, მაგრამ ეს სავარაუდოდ პირველადი ეფექტია. ზრდის ტენდენცია აღარ არის. შევამცირეთ ინვესტიციებიც. ჩათვალეთ, რომ სპორტული სპონსორობები აღარ არსებობს.
ორი აქტიური კონტრაქტორი დარჩა: “კრისტალ სპორტი”, “ეროვნული ლიგა” და მეორეა “აჭარა არენა”. იმდენად კაბალური კონტრაქტი იყო, რომ ვერ შეძლეს იქიდან გამოსვლა, მაგრამ როცა ამოეწურება ვადა სავარაუდოდ კონტაქტი არ გაგრძელდება.
ცნობისთვის, 2022 წლის 1 მარტიდან საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა და აკრძალულ პირთა სია ამოქმედდა. სიის მომზადებაზე შემოსავლების სამსახურია პასუხისმგებელი. რეგულაციის თანამხმად, სათამაშო ბიზნესი 25 წლამდე ასაკის პირების თამაშისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდება.