,,ევროპისკენ”, ,,თავისუფლებისკენ” ასე ერქვა აქციას, რომელიც დღეს, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში გაიმართა. აქცია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრებმა დააორგანიზეს და მას რიგითი მოქალქეები შეურთდნენ. აქციის მონაწილე, ადვოკატი კახა ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროპული მომავალი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტია:
”მხარს ვუჭერ საქართველოს ინტეგრაციას ევროპასთან, მხარს ვუჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. ვფიქრობ, ესაა ჩვენი დამოუკიდებლობისათვის გარანტია. მიხარია, რომ ძალას იკრებს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ყველანაირად მზადყოფნას გამოთქვამს იმისათვის, რომ შეუერთდეს ევროპულ ოჯახს” – აცხადებს კახა ჩავლეიშვილი.