საქართველოს მესამე პრეზიდენტი აპირებს, ოლიგარქად წოდებისთვის ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივლოს და ამოღებული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხოს.
მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა ვებრძოდი ოლიგარქებს – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან.
უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის ორი ავტორიდან და თანამომხსენებლიდან უშიშროების საბჭოზე ვიყავი მე. უფრო მეტიც, მე ვიყავი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის მომხრე. მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი.
85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე – აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს და “კრედიტ სვისიდან” წამოვიღებ ამ თანხას და სანდრას საქველმოქმედო ფონდს ჩავურიცხავ. – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მტკიცებით, საქართველოში ოლიგარქი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია.