რამდენიმე საათის წინ, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ჯერჯერობით უარი უთხრა.
ამ ფაქტს სოციალურ ქსლეში ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, რაინდი დუმბაძე და წერს:
”ნაქები ”ქართული ოცნების” მმართველობის კვალი!!
ყველა დანაპირები ხო მოიტყუეს, მთავარი, ქვეყნის პროდასავლური კურსიც გაგვიყალბეს და ეტენებიან რუსეთს, იმ რუსეთს რომელმაც ყოველ ჯერზე დაგვარტყა, გაგვიწყვიტა მოსახლეობა დაა ეტენებიან ისევ რუსეთს!!
მაშინ ხარ კაცი წამხდარი მტერს რომ ერთი ადგილის ლოკვას დაუწყებ!! ესაა დღეს მმართველი პარტიის პოზაც და პოზიციაც!!
მოშორდენ უნდა მართვის სადავეებს თორემ დავიღუპეთ და ეგაა” – წერს დუმბაძე.