უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ქართველებს – ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავადაც აღუთქვა გვერდში დგომა
“გამარჯობა, საქართველო!
მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყანა ვართ და ეს სამუდამოა.
მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან.
მათ წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა.
და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის.
ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი.
თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით.
გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ.
იარეთ – ჩვენ დაგეხმარებით!
უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!
მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის,
თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია.
წარმატებას გისურვებთ!
დიდება უკრაინას!” – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაში.
“საქართველო ოლიგარქიული მმართველობის გარეშე” – რუსთაველის გამზირზე მორიგი ხალხმრავალი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები, ამ გზით, კიდევ ერთხელ აფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას და ევროპულ არჩევანს. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “სირცხვილიაა”.
დღევანდელი აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ქართველებს მიმართავს. პირველი მიმართვა 4 მარტს იყო, როდესაც ომში მყოფი ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინის მხარდაჭერისთვის საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.