“ნათელია, რომ საქართველოს პარლამენტში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში აქ ვერ გაგრძელდება. საპარლამენტო საქმიანობა მთლიანად უნდა იყოს აგებული ასევე ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტის საქმიანობას დრეს ამ ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ არანაირი აზრიც კი არ ექნება. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები და ვაგრძელებთ კონსულტაციებს სხვა პარტიებთან, რომლებიც წარმოდგენილი არიან პარლამენტში იმისთვის, რომ შეიქმნას საგანგებო დღის წესრიგი პარლამენტისთვის და დაუყოვნებლივ დავიწყოთ იმ ინიციატივების გატარება პარლამენტში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი შემდეგ ჯერზე მაინც” – ამბობს ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი.