დუბაიში მიმდინარე King Of The Table 4-ზე, ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა იასპარეზა, რომელმაც შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. ლევანის მეტოქე კანადელი დევონ ლარატი იყო, რომელსაც ბოლო 10 შეხვედრა მოგებული ჰქონდა. ლევანმა მეტოქეს ექვსივე რაუნდში აჯობა. ლარატის დამარცხების შემდეგ, ლევანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„მადლობა დევონს იმ სიტყვებისთვის, რაც ჩემზე თქვა. შევაფასე დევონი, ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადე. დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში. შესაძლოა, ზედმეტად ემოციური ვიყავი გამოსვლის დროს, რის გამოც ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც გაღიზიანდა. დევონს ყველასთან აქვს ხელი გადაწეული. მან თქვა, რომ შესანიშნავი ვიყავი. ბევრი ღირსეული მოწინააღმდეგე მყავს, ყოველთვის ვგრძნობ მათ სუნთქვას. თუ დევონს სურვილი ექნება, რემატჩისთვისაც მზად ვარ. დენის ციპლენკოვია ისეთი მეტოქე, რომელთანაც შეხვედრა მსურს'”, – განაცხადა საგინაშვილმა.