რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ თინა კანდელაკის “შავ სიაში” შეყვანასა და სანქცირებას გამოეხმარა.
“თინა კანდელაკი შეერთებული შტატების სანქციების ახალ სიაშია შეყვანილი. ისე, ძველში არ ჩართო. ის მოდური გოგოა, მიჰყვება ტენდენციებს”- წერს მარია ზახაროვა
ზახაროვას “ხუმრობა” რუსეთის ერთდულ პროპაგანდისტს, თინა კანდელაკს უყურადღებოდა არ დაუტოვებია და დასავლეთის პასუხად პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა.
“ასე რომ, პოლიტიკაში არ შევდივარ, მაგრამ ძალით მიმათრევენ. დავიღალე საპასუხო ბრძოლით. იქნებ პოლიტიკური კარიერის დაწყების დროა? აი, მთელ ამიერკავკასიას დავამატებ”,- ამბობს კანდელაკმა.
მანამდე კი კანდელაკმა აშშ-ის სანქციებზე საპასუხოდ თქვა:
“სასიამოვნოა იმ ღირსეულ ადამიანთა რიცხვში ყოფნა, ვინც საკუთარ პოზიციას არ ცვლის და იცის ხორბლის ქერქისგან გამოყოფა.
სამყარო შეიცვალა და ჩვენ არასოდეს ვიქნებით ძველი სამყაროს ნაწილი. იქ არ გველოდნენ და არც გველოდებიან. და ვინც ორ სკამზე ჯდომას ცდილობს, ან პირიქით, იმ უცხო სკამზე გადავიდა, მაინც თანაუგრძნობ.
მისი სამშობლო მხოლოდ აქ არის. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება. ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის და ჩემი ოჯახისთვის!”,- წერს კანდელაკი.