უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 29 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 35 450;
- ტანკი – 1 572;
- ჯავშანტექნიკა – 3 720;
- საარტილერიო სისტემა – 781;
- სარაკეტო სისტემა – 246;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 103;
- თვითმფრინავები – 217;
- ვერტმფრენი – 185;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 640;
- საკრუიზო რაკეტები – 142;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 598;
- გემი/ნავი/კატარღა – 14;
- სპეციალური აღჭურვილობა – 61.