ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, ბესო ქათამაძე დღეს, ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”საკუთარი თავის ამარად მარტო დარჩენილმა ოცნებამ, საკრებულოს წევრების და სოფლის რწმუნებულების ხანდაზმული მშობლების მობილიზებით, ეკლესიის ეზოში მოწყობილი ლანძღვა გინებით რამე ფონს თუ გავლენ ძალიან შემცდარან.
სამარცხვინო და სამწუხარო ამბავია რაც დღეს ოზურგეთის საკრებულოს ზოგიერთმა წევრმა იკადრა.
P.S ევროპაში შესვლა ნაციონალების გარეშე გვინდაო ” – წერს ქათამაძე.