“შინ ევროპისკენ” – თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან უერთდებიან. აჭარა, კახეთი, სამეგრელო, გურია – სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით ავტოკოლონები უკვე გამოემართნენ.
აქციაში სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ. მათი თქმით, თბილისში ჩამოდიან იმისთვის, რომ საქართველომ ევროპული მომავალი საბოლოოდ არ დაკარგოს.
მასშტაბური აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 20:00 საათზეა დაანონსებული. სამოქალაქო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.