დღეს, რვა საათზე, თბილისში დაგეგმილ “სირცხვილიას” მიტინგს ოზურგეთიდანაც უერთდებიან. სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრი, ირმა გორდელაძე “გურიის მოამბესთან” საუბრისას აცხადებს, რომ დღეს, რუსთაველზე ღირსეული და თავისუფალი ადამიანები ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ერთად დადგებიან:
”ვიკრიბებით, მივდივართ რუსთაველზე. ძალიან ბევრი ადამიანი თავისი სახსრებით წამოვიდა. მინდა გითხრათ, რომ რეგიონებიდნ ჩამოვა ძალიან ბევრი ხალხი.
დღეს, საღამოს რვა საათზე იქ იდგება ქართველი ერი – ღირსეული თავისუფალი და თავისი ქვეყნის გადასარჩენად მზადყოფნაში მყოფი.
საქართველოს ერთობას და წინსვლას ვერავინ შეაფერხებს,ამიტომ ახლა არ შეჩერდე ჩემო საქართველო, ერთად დავდგეთ ნათელი მომავლისათვის. აწმყო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენიაო და არ მოვიდა ბატონო აი მომავალი და მევიყვანოთ ჩვენით” – აცხადებს გორდელაძე.