”ისე,რომ იცოდეს ლანჩხუთის ხელისუფლებამ, რამოდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლი, აგერ მიზის სამარშუტო ტაქსში”

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე აცხადებს, რომ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლები გაფრთხილებულნი არიან და აქციაზე არ წავლენ:

”ტვ “პირველზე” გავიდა სიუჟეტი,სადაც ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე დიდი თავმომწონებით აცხადებს,რომ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი გაფრთხილებულია დღეს არ შეუერთდენენ თბილისში დაგეგმილი აქციას.თან დააყოლა,რომ რომც არ გაგვეფრთხილებინა მაინც ვერავინ წავიდოდაო.დღეს კვირაა მოგეხსენებათ და ვინ სად წავა და წამოვა არავის საქმე არაა.სამუშაო საათებში საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებს რომ დაატარებენ აქვიის ჩასაშლელად სამუშაო საათებში, ეგ მოსულა თურმე?! აღნიშნული ფაქტი არის, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და მათი გამოხატვის უფლების შეზღუდვა.ასეთ ფაქტებს კიდევ ექნება ადგილი დარწმუნებული ვარ და ამ მომენტისთვის არანაირი რეაგირება არ ექნება.მაგრამ,მერწმუნეთ ყველა მსგავსი ფაქტი რჩება,აღინუსხება და ხვალ აუცილებლად მოყვება შესაბამისი,კანონით გათვალისწინებული რეაგირება! პ.ს ისე,რომ იცოდეს ლანჩხუთის ხელისუფლებამ რამოდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლი აგერ მიზის სამარშუტო ტაქსში. ‘ წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share