მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფედერაციაში წერილი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ის უწყების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.
საქმე ეხება მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2021 წელს ბათუმში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, წულუკიანის გადაწყვეტილებით, ღონისძიება გაუქმდა. ამის გამო, მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ ქართულ მკლავჭიდის ფედერაციას სოლიდური ჯარიმა – 900 ათასი დოლარი და 20 ათასი ევრო დააკისრა. ჯარიმის გარდა, ქართველ სპორტსმენებს 4 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და უფლება ჩამოართვეს, სხვადასხვა შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა. თუ ფედერაცია ჯარიმას არ გადაიხდის, სპორტსმენების 4 წლიანი დისკვალიფიკაცია სამუდამო გახდება.
ჯაჭვლიანი წულუკიანისგან მოითხოვს, ხელი შეუწყოს თანხის გადახდაში, რადგან ფედერაციას ამისი ფინანსები არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უწყების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავს.