რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბარტ გორმანი ქვეყნიდან გააძევა.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები ამას ესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს:

“ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთმა გააძევა აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე (DCM) რუსეთში, ბარტ გორმანი. გორმანი იყო მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი მოსკოვში აშშ-ის ელჩის შემდეგ და საელჩოს უმაღლესი ხელმძღვანელობის გუნდის მთავარი წევრი”, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share