„ირაკლი კობახიძე არის ძალიან ჭკვიანი გაიძვერა, კვალიფიციური დემაგოგი“ – არჩილ გამზარდია

”დამიჯერეთ, ირაკლი კობახიძე არის ძალიან ჭკვიანი გაიძვერა, კვალიფიციური დემაგოგი,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია წერს.

„დამიჯერეთ, ირაკლი კობახიძე არის ძალიან ჭკვიანი გაიძვერა, კვალიფიციური დემაგოგი, შესანიშნავად მოდერნიზებული ავტორიტარი, ბრწყინვალედ ფლობს სამართლებრივი და პოლიტიკური მანიპულაციების ტექნიკას და ა.შ.და სანამ ოპოზიცია ბიძინას აჩრდილების დევნაშია, რაც უფრო და უფრო ამორფულია, ირაკლი კობახიძე იდეალურად მოეწყო, იქით ჩამოიშორა ყველა თავის ბიძინიანად და რეალურ ძალაუფლად ჩამოყალიბდა.როდესაც არ იცი სამიზნე, ნებისმიერი ძალისხმევა უშედეგოა. ოპოზიცია კი არ აღიარებს იმას, რომ რეალურად პოლიტიკური სამიზნე კობახიძე უნდა იყოს მათ სტრატეგიებში.მეტიც, ზოგჯერ მგონია რომ ოპოზიციას ირაკლი კობახიძის ბევრად უფრო ეშინია, ვიდრე ბიძინასი და ამიტომ ურჩევნიათ ბიძინას მისამართით ისროლონ მუდმივად პოლიტიკური ტყვიები უფუნქციოდ, ვიდრე კობახიძე ამოიღონ პოლიტიკურ სამიზნეში. ამიტომაც კობახიძეს ერიდებიან.ამასობაში, ირაკლი კობახიძე შეიქმნა რეალურად ჩრდილოვანი და პირდაპირი მმართველობის თანამედროვე ჰიბრიდად, რომელიც ერთგვარად პოლიტიკური სიახლეც კია ჩვენი ქვეყნისთვის,“ – წერს გამზარდია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share