5-12 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინა დაახლოებით მეორე კვარტლიდან იქნება ხელმისაწვდომი – განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
“5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის ფაიზერის ვაქცინის მოწოდებაზეც მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, რომ მალევე იქნება. დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა ქვეყანაში”, – თქვა გაბუნიამ.