დიახ, მე 7 ნოემბრის დაზარალებული, ვითხოვ სააკაშვილის გათავისუფლებას – მაია ასათიანი

ჟურნალისტი, გადაცემა “პროფილის” ავტორი და წამყვანი, მაია ასათიანი რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციას შეუერთდა. ტელეწამყვანი სიტყვითაც გამოვიდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა.

”მე და ბევრი ჩემი კოლეგა ვართ 7 ნოემბრის დაზარალებულები და ნუთუ, არავის აქამდე არ გაუჩნდა კითხვა, რომ ჩვენ 7 ნოემბრის დაზარალებულები ვითხოვთ და ჩვენ ბევრნი ვართ, მე სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი, იმიტომ, რომ ყველა ეს ადამიანი ახლა ოპოზიციურ მედიაში მუშაობს, უმეტესობა მათგანი და ყველა ეს ადამიანი ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას. ნუთუ, ეს არაფერს არ ნიშნავს?

დიახ, მე 7 ნოემბრის დაზარალებული, მაია ასათიანი ვითხოვ მის გათავისუფლებას”,- განაცხადა ჟურნალისტმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share