ტოტალური ტერორი აქციაზე წასვლის მსურველი ადამიანების წინააღმდეგ – რეგიონებში მოქალაქეებს სუს-ი დასდევს. პრემიერის და “ქართული ოცნების” თავმდჯომარის დავალებით მერები და საკრებულოს თავმდჯომარეები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
თბილისში დაგეგემილ აქციაზე წასვლის მსურველ საჯარო მოხელეებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. საუბარია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე, პედაგოგებსა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებზე.
ლანჩხუთის და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეებმა ტვ პირველთან დაადასტურეს, რომ დავალება უკვე შეასრულეს. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებული ყველა ადამიანი გაფრთხილებულია, აქციას არ უნდა შეუერთდნენ.
“პირველების” ჟურნალისტი საკრებულოების თავმჯდომარეებს ტელეფონით დაუკავშირდა და თავი “ქართული ოცნების” მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლად წარმოუდგინა, რა დროსაც მათ არ დამალეს, რომ ყველა სააჯრო მოხელე კონტროლზე ჰყავთ აყვანილი.
”გაფრთხილებული გყავს. რამდენად ვიცი, გაფრთხილებული და კონტროლზეა აყვანილი,” – ამბობს ქობულეთის საკრებულოს თავმდჯომარე დავით მჭედლიშვილი.
ამასვე ადასტურებს ლანჩხუთის საკრებულოს თვამდჯომარეც.
”ჯერ ერთი არ წავიდოდა არავინ და მერე, იცის ყველა, გაფრთხილებული მყავს, ”- ამბობს ბესიკ ტაბიძე.
კონტროლზე არიან აყვანილები ბათუმის სანდასფუთავების სამსახურის თანამშრომლებიც. მათი ხელმძღვანელის თქმით, დღის ბოლოს იმ ადამიანების სიებს ელოდება, რომელბიც დღეს სამსახურში უნდა გამოცხადდნე და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ისინი თბილისში დაგეგმილ აქციაზე წავიდნენ, ყველას ახნსა-განმარტების ბარათებს დააწერინებენ და გამორიცხული არ არის სამსახურიდანაც გაუშვან.
ტვ პირველი