ჩინეთმა 22,5 მილიარდ დოლარად ღირებული ხელოვნური მზე ჩართო

ვიდრე ჩვენ ახალ წელს ვზეიმობდით, ჩინეთმა თავისი საკუთარი, „ხელოვნური მზე“ ჩართო. HL-2M Tokamak არის ბირთვული სინთეზის უახლესი დანადგარი, რომელსაც შეუძლია, პლაზმა გააცხელოს 200 000 000 გრადუსამდე, რაც მზის ბირთვის ტემპერატურაზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია. მხოლოდ 20 წამი იმუშავა დანადგარმა და გათიშეს.
ამ ექსპერიმენტის მიზანია, გამოეკვლიათ, შეიძლებოდა თუ არა უფრო ძლიერი და უფრო სუფთა ენერგიის წყაროს მიღება. იგი იყენებს მაგნიტურ ველს, ცხელი პლაზმის გასანელებლად და შეუძლია, მიაღწიოს 200 მილიონ ° C ტემპერატურას. ის დაახლოებით ათჯერ უფრო ცხელია, ვიდრე მზის ბირთვი.
რეაქტორი, რომელსაც „ხელოვნურ მზეს“ უწოდებენ, ამჟამინდელზე 13 ჯერ უფრო ცხელია, მისი ტემპერატურა 200 მილიონამდე ° C- ს აღწევს.

 

HL-2M Tokamak Reactor არის ჩინეთის ყველაზე დიდი და ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მოწყობილობას აქვს პოტენციალი, გახდეს სუფთა ენერგიის მძლავრი წყარო.

 

Китай создает искусственное солнце - ТЕХНО bigmir)net

 

რეაქტორი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში – სიჩუანში და მისი მშენებლობა დასრულდა 2019 წლის ბოლოს. მოწყობილობას არაფორმალურად „ხელოვნურ მზეს“ უწოდებენ იმის გამო, რომ ის უზარმაზარ სითბოსა და ენერგიას გამოიმუშავებს. ისინი მოწყობილობის გამოყენებას აპირებენ თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორის საერთაშორისო კვლევის პროექტზე და პროექტის დასრულება დაგეგმილია 2025 წელს.

 

”ბირთვული ენერგიის განვითარება არა მხოლოდ ჩინეთის სტრატეგიული ენერგეტიკული პრობლემების გადაჭრის გზაა, არამედ დიდ გავლენას მოახდენს ენერგეტიკისა და ეროვნული ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე”, – წერს People Daily.

 

ატომის გახლეჩისგან განსხვავებით, მათი შერწყმისას ავარიების ნაკლები რისკია, თუმცა თერმობირთვული შერწყმის მიღწევა ძალზე ძნელი და ძვირია: რეაქტორის საერთო ღირებულება 22,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

 

Китай зажигает «искусственное солнце»: введён в эксплуатацию термоядерный реактор HL-2M Tokamak

“პრაიმტაიმი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share