”რაც მე მაშინებს ის არის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას. კრიტიკის ეს კატეგორია, ჩემი აზრით ცინიკურია და, რაც მთავარია, საზიანოა როგორც საქართველოსთვის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს ასევე არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ. ჩვენ იმ დღეებში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ესაა ქვეყანა, რომელსაც რეალურად შესწევს უნარი, გააკეთოს საქმე. ეს უნარი ცხადად ჩანს.”
განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
მსგავსი სტატიები:
ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობას ტოვებს
სერგო ჩიხლაძე-საქართველოს მართავს “ესკობარის ოჯახი”
ლუგარმა აღმოაჩინა ისეთი საეჭვო ნიმუში, რომელიც საქართველოში აქამდე არ უნახავთ
ნიუ-იორკ პოსტი: “შანე ბრუკი გააუპატიურეს და მოკლეს”
“როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო არ არის” – ექიმების მიმართვა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილზე
ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, ახალ წელს, დილის 4-5 საათზე უკრაინა დაბომბონ
ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს დღესვე პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა
ისრაელი რუსეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
