„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.
„მინდა, ამ შენობაში შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები. არა პოლიტიკოსები და არც აქტივისტები, მაგრამ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, იმიტომ რომ ეს შენობა არის თქვენი. ჩემია აზრით, ეს უნდა დაიწყოთ დღეს. გამოსვლები რომ მორჩება, ამ შენობის გარშემო არის უამრავი პოლიცია, არ დაიშალოთ, ჩემი თხოვნა იქნება, განსაკუთრებით ახალგაზრდები”, – განაცხადა ჯაფარიძემ.