რუსული აგრესიის გამო, უკრაინა 700 000-მდე ლტოლვილმა დატოვა

რუსული აგრესიის გამო, ბოლო 6 დღეში, უკრაინა 700 000-მდე ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას გაეროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული სამხედრო ინტერვენციის შედეგად ათეულობით სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share