უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი გარდაიცვალა. ინფორმაციას რომეო ფარულავა ავრცელებს.
მისი ცნობით, დაღუპული ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ტვ “მთავარი” ავრცელებს.