სააკაშვილის პატიმრობა და მარგველაშვილის შეთავაზება ზურაბიშვილს – ითამაშებენ თუ არა გადამწყვეტ როლს ექსპრეზიდენტი და მოქმედი პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში?

ქვეყანაში ბოლო დროს არსებული პოლიტიკური კრიზისი სააკაშვილის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. შედეგად, ორად გახლეჩილი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გადაემტერა ერთმანეთს და გაზრდილმა სიძულვილმა სახელმწიფო უფრო მეტად დააზარალა.

ამის ფონზე ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრას სთავაზობს, სადაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი პატიმრობით დამძიმებული პოლიტკრიზისი განიხილოს.

დათანხმდება თუ არა ზურაბიშვილი მისი წინამორბედის შემოთავაზებას და გახდება თუ არა მარგველაშვილი მთავარი შუამავალი, ჯერჯერობით უცნობია, რადგან სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტის შეთავაზებას ჯერ არ პასუხობს.

newposts

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share