,,მარტო ამისათვის ხართ ფეხებით დასაკიდებლები! ვის უბედავთ ამას თქვე მართლა ეზოს ბოლოებო!” – ასე აფასებს ქუთაისელი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ნანა დოღონაძე, რუსთავის მე-12 ციხესთან მიმდინარე აქციას, სადაც ,,ქართული ოცნების” ორგანიზებით ქუთაისიდან ე.წ. ქუჩის ბიჭები ჩაიყვანეს.
დოღონაძის შეფასებით, ის ადამიანები, ვინც აღნიშნული აქცია დააორგანიზა, არის სახე ხელისუფლების.
,,ვინ მისცა ამ გონება ატროფირებულებს, ჩემი კოპწია და ყველაზე ჯიშიან ჯილაგიანი ქალაქის სახელით საუბრის უფლება! მარტო ამისათვის ხართ ფეხებით დასაკიდებლები! ვის უბედავთ ამას თვქვე მართლა ეზოს ბოლოებიო! ასე როგორ გაწირეთ ეს ქალაქი. ვინ მოგცათ ამის უფლება! კაიი, ამათ არ მოეკითხება პატრონი… ვინც ეს ამბავი დააორგანიზა, ის ხომ არის გარკვეულ პოსტზე! გარკვეულ სადავეებთან. ხვდებით ვის ხელში ვართ..
..თუ მჯეროდეს…
ეს პოლიტიკის ნაწილია თქვე ბანძებო?”, – წერს დოღონაძე.
შეგახსენებთ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, ქუთაისელი ე.წ. ძველი ბიჭები არიან შეკრებილები და მათი მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეცეს ხალხს იმისთვის რომ გაასამართლონ.