მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მანდატებზე უარს ამბობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედიან, მათ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ. მმართველი გუნდის მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ან დეკლარაციები უნდა შეავსონ, ან ჯარიმა გადაიხადონ, რომელიც 1000 ლარს შეადგენს.
რიგი ოპოზიციონერების განცხადებით, ისინი დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ, თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა დეკლარაცია უკვე შეავსო, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში არ შესულა.
ერთ-ერთი, ვინც ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეა.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში გიორგი ვაშაძეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 15 885 ლარი; 11 547 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი – 12 000 ლარი და 7 000 დოლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ექსპერტის პოზიციაზე – 40 078 ლარი შეადგინა. მანვე გასულ წელს საარჩევნო ფონდში 60 000 ლარის შენატანი განახორციელა.
რაც შეეხება მის ოჯახს, დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ფლობს არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, რომელიც 2007 წელს ჩუქებით აქვს მიღებული. მასვე საბანკო ანგარიშებზე ჯამში – 53 499 ლარი; 125 010 დოლარი; 44 648 ევრო; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით – 5 000 დოლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა 2020 წელს ინოვაციებისა და განვითარების ფონდის დირექტორის პოზიციაზე – 37 025 ლარი შეადგინა. ამასთან, მისმა შენატანმა საარჩევნო ფონდში – 60 000 ლარი შეადგინა.
https://www.bpn.ge/
მსგავსი სტატიები
- 91
არაერთხელ მოგვატყუეს, არჩევნები გაგვიყალბეს, სახელმწიფო მიიტაცეს, სახლში გამოგვკეტეს, ბიზნესები გააკოტრეს, ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვეს, ბევრად მეტი შიშილის ზღვრამდე მიიყვანეს, თავად - ვალად აღებული მილიარდები ფლანგეს, მათი გადახდა კი ჩვენს შვილებს დააკისრეს. მოკლედ, სახელწმიფო წაგვართვეს, აი, მომავალიც წაგვართვეს, ან მინიმუმ გვართმევენ. ჩვენი ხმა... არჩევნების სადავო შედეგებითაც კი გასაგებად გაისმა, მაგრამ…
- 91
"პოლიტიკა ბინძური საქმეა!.. სახელმწიფო მანქანას კი ვერ მოერევი. ამიტომ, იყავი შენთვის, აკეთე შენი საქმე კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად და პოლიტიკა და სიბინძურე შენ არ შეგეხება.." - ბევრჯერ მსმენია ასეთი რჩევა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მცდარი და მეტიც, ცუდი რჩევაა. სინამდვილეში პირიქითაა: როდესაც საქმეს თავდადებით, ენთუზიაზმით და პროფესიონალურად აკეთებ, სწორედ მაშინ მოდიხარ…
- 91
ზუსტად 30 წლის წინ საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების 90-მა პროცენტმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. თითქმის 99%-მა პროცენტმა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა, რის საფუძველზეც მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს არსებობა ოფიციალურად დასრულდა და საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. ეს ყველაფერი თითქოს ერთ დღეში მოხდა, თუმცა რეალურად 3 ათწლეულის…
- 91
ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…