დღეს, 11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
სხდომა ადვოკატის განცხადებით, დიდი ალბათობით გადაიდება.
“მიხეილ სააკაშვილს აქვს ყველა პროცესში მონაწილეობის უფლება, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა მას არ აქვს ჯანმრთელობის შესაძლებლობის გამო, პროცესი, სავარაუდოდ, გადაიდება. საქმე გვაქვს წმინდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან, იმიტომ, რომ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ან სხვა ბრალდებულების მიერ დანაშაულს ჩადენას დაადასტურებს”, – ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 2 თვეზე მეტია კლინიკა “ვივა მედშია” გადაყვანილი. მიუხედავად მკურნალობის კურსისა ადვოკატები და ოჯახი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.