არ შეიძლება, რწმენა და რელიგია პოლიტიკის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული – მეუფე გრიგოლი

არ შეიძლება, რწმენა და რელიგია პოლიტიკის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული – მეუფე იაკობის დღევანდელ პოლიტიკურ ქადაგებას სინოდის  გავლენიანი წევრი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, პასუხობს.

მეუფე გრიგოლი დღეს არანაკლებ მწვავე იყო, თუმცა მისი სამიზნე არა ქვეყნის ინტერესები, არამედ  ეპისკოპოსი იაკობი გახდა. მას ფაქტობრივად უთხრა, რომ  მღვდელმსახურების საქმე არ არის პოლიტიკა, მით უმეტეს, თუ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყანას აზიანებს.

არ შეიძლება, რწმენა და რელიგია პოლიტიკის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული. ბუნებრივია,ნებისმიერ შემთხვევაში, რა მიზნითაც არ უნდა იქნეს გამოყენებული რწმენა, ეს არ შეიძლება!– განაცხადა ფოთის მიტროპოლიტმა.

მეუფე იაკობმა დღეს ოპოზიცია გააკრიტიკა და ბიძინა ივანიშვილს ქება-დიდება შეასხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share