„ხელისუფლება სპექტაკლებს დგამს, ოპოზიციის ნაწილი კი გაბუტობანას თამაშობს…“ – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

„ქართული პოლიტიკა არის ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი.

ხელისუფლება რა სპექტაკლებს დგამს ამ გამოყოფილი დეპუტატებით ხომ ვნახეთ. (ნუ ბაღში ალბათ უკეთეს სპექტაკლებს დგამენ).

ოპოზიციის ნაწილი კი გაბუტობანას თამაშობს ასეთ მნიშვნელოვან მომენტში. იმის მაგივრად, რომ ევროპელების რჩევას დაუჯერონ და ამ 12 პუნქტზე ხელისუფლებასთან ერთად იმუშაონ, რომ „ოცნებას“სხვაზე გადაბრალების შანსი და გასაძრომ გამოსაძრომი არ დაუტოვონ, საკუთარი რადიკალი ამომრჩევლის ეშინიათ და მხოლოდ გულზე მჯიღის ბრაგუნით არიან დაკავებული. ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ.

საბავშვო ბაღს ვაკნინებ, ალბათ ამათ რო ვადარებ“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share