2 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 9 555, ხოლო გარდაიცვალა 44 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 658 კვლევა ტესტით, მათ შორის 59 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 746 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, პირველი თებერვლის ანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 23,4% ხოლო 7 დღის მანძილზე — 26,38%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 226 444-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 030 065-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს 15 060 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 32 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:
- თბილისი — 12 804;
- აჭარა — 2 190;
- იმერეთი — 3 689;
- ქვემო ქართლი — 1 581;
- შიდა ქართლი — 1 466;
- გურია — 439;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 623;
- კახეთი — 1 298;
- მცხეთა-მთიანეთი — 617;
- სამცხე-ჯავახეთი — 511;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 102.