ბათუმში ტურიზმის აღდგენისა და მიგრაციის ფონზე ქირის საშუალო ფასი და შესაბამისად, ქირიდან მიღებულ შემოსავალიც, რეკორდულ ნიშნულზეა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2022 წლის 1-ელ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმში ქირის ფასი 123%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, კვლევის თანახმად, წელს ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 7.2 აშშ დოლარია.
რაც შეეხება გასაყიდ ფასს, უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 2%-ით არის არის გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ბათუმში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 729 აშშ დოლარს შეადგენს.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები 36%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში ჯამში – 7 158 ტრანზაქცია დაფიქსირდა.