უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სვიატოჰირსკის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკოში არ არის.
ზელენსკი ამბობს, რომ ტაძრის ტერიტორიაზე თავს 300-მდე მშვიდონი მოქალაქე აფარებს, საიდანაც 60 ბავშვია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაციებმა როგორებიცაა გაერო და იუნესკო რუსეთი უნდა გარიცხკონ.
“ოკუპანტებმა ზუსტად იციან, რომელ ობიექტს ესვრიან. მათ იციან, რომ სვიატოჰირსკის ლავრას ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილები არაა. იციან, რომ იქ თავს აფარებს 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 60 ბავშვი. მიუხედავად ამისა რუსული ჯარი ესვრის ლავრას ისევე, როგორც მთელ დონბასს, როგორც ყველა სხვა ტერიტორიას, სადამდეც ხელი მიუწვდება. მათთვის სულ ერთია რისგან შექმნიან ნანგრევებს. 31 მაისს უმაღლესმა რადამ მიმართა იუნესკოს მოთხოვნით, რომ რუსეთი ორგანიზაციიდან გაერიცხათ. უკრაინული დიპლომატია ამაზე მუშაობს. არც ერთ სხვა ქვეყანას არ გაუნადგურებია ამდენი ძეგლი, კულტურული და სოციალური ობიექტები ევროპაში, მთელი მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც ეს რუსეთმა გააკეთა.
რუსეთის მიერ დამწვარი ყველა ეკლესია უკრაინაში, ყველა აფეთქებული სკოლა, ყველა განადგურებული მემორიალი დასტურია იმისა, რომ რუსეთის ადგილი იუნესკოში არაა. რაზე შეიძლება ესაუბრა ბარბაროს სახელმწიფოს, ტერორისტ სახელმწიფოს? იმაზე, თუ რომელი საარტილერიო ჭურვების გამოყენება ჯობს ისტორიული მემკვიდრეობის გასანადგურებლად? ჩვენ ველით ლოგიკურ და სამართლიან პასუხს გაეროსა და იუნესკოსგან. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი წესდება ტერორისტებთან გაერთიანებას არ ითვალისწინებს. რუსეთის იზოლაცია უნდა იყოს სრული და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულებისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონის ქალაქ სვიატოჰირსკში მდებარე ყველაწმინდას მონასტრის მთავარ ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის ეკლესიის თქმით ხანძარი საომარი მოქმედებების შედეგად გაჩნდა და ხით აშენებული მთავარი ტაძრის ტერიტორია მოიცვა.