ლევან მამალაძე თბილისშია. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების გაქცეული მაღალაჩინოსანი ,,ქართულმა ოცნებამ” უკან დააბრუნა.
კადრებით, რომელიც დღეს იუსტიციის სახლშია გადაღებული, დასტურდება, რომ გაქცევიდან 18 წლის თავზე მამალაძე საქართველში დაბრუნდა და იუსტიციის სახლში ახალი კომპანიის დასაფუძნებლად, ან ახალი პასპორტის ასაღებად იყო მისული.
რამდენიმე თვის წინ მმართველმა პარტიამ ამნისტია მიიღო და შევარდნაძის მთავრობის ქვეყნიდან გაქცეული მაღალჩინოსნების დაბრუნება შესაძლებელი გახდა და თან ისე, რომ პასუხისმგებლობა სრულად აარიდა.
”დავბრუნდი სამშობლოში, 19 წელია, ეს გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ ვერ ვბრუნდებოდი, რადგან იყო უსამართლობა.
ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ,,ქართულ ოცნებას” არ მიუღია.
რაც შეეხება გეგმებს, ჩამოვედი, რომ ჩემი ახლობლები ვნახო, საქართველოში 81 წლის დედა მყავს.
პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ, მე დიდი ხანი ვიყავი პოლიტიკაში, მეკავა მნიშვნელოვანი თაბნამდებობები. პოლიტიკასთან ყოფნას ვაპირებ” – განუცხადა ტვ პირველს ლევან მამალაძემ.
ლევან მამალაძისა და ,,ქართული ოცნების” ფარული კავშირების შესახებ, დღემდე პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ, ახლა კი ეს ამბავი მამალაძის დაბრუნებით დადასტურდა.
შევარდნაძის მთავრობის ყოფილ გუბერნატორს 17 წელი ჰქონდა მისჯილი და ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მთელი ეს წლები ის თავს რუსეთის ფედერაციას აფარებდა, შემედეგ დაუდასტურებული ინფორმაციით, შეცვლილი საპასპორტო მონაცემებით ახერხებდა ჩასვლას უკრაინაშიც.
ტვ პირველი