რუსეთის კულტურის და საზოგადო მოღვაწეთა ათობით წარმომადგენელი, “ინტელიგენციის კონგრესის” სახელით, უკვე მეორე ღია წერილს აქვეყნებს, რომელშიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგება.
ღია წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო კვირების განმავლობაში ომი მთავარ თემად რჩებოდა.
ომის კატეგორიულ უარყოფაზე, ქვეყნისთვის მის დამღუპველობის შესახებ მოსაზრება რუსეთში არაერთმა ადამიანმა გამოთქვა, ინტელიგენციით დაწყებული, გადამდგარი პოლკოვნიკ-გენერლებით და ვალდაის ფორუმის ექსპერტებით დასრულებული.
სხვადასხვა ხმით გაჟღერდა ერთი და იგივე ემოცია – რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ახალი ფაზის გააზრების საშინელება. საშინელება, რომელიც გამოწვეულია იმის გაცნობიერებით, რომ ეს შეიძლება, რეალურად მოხდეს.
საზარელი ფასის მიუხედავად, რომელსაც აუცილებლად გადაიხდიან უკრაინაც და რუსეთიც, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა აგრძელებს თავის დამღუპველ პოლიტიკას, სულ მცირე, არ ამცირებს მას და, როგორც მაქსიმუმი – ზრდის უკრაინის საზღვრებზე ჯარების კონცენტრაციას. რუსეთის ოფიციალური რიტორიკა იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ შეჭრის დაწყების საბაბი, შეიძლება ნებისმიერ მომენტში იყოს შეთხზული, პირდაპირი პროვოკაციების გამოყენებით, როგორც ამას ჰიტლერი აკეთებდა პოლონეთში 1939 წელს შეჭრამდე. ამ შემთხვევაში, უკრაინას ასე თუ ისე, აგრესიაში დაადანაშაულებენ, და რუსეთის ქმედებები, ამ აგრესიაზე იძულებით პასუხად იქნება წარმოდგენილი, ქვეყნისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის სახელით.
მაგრამ ისტორიას ვერ მოატყუებ. რაიხსტაგის ხანძარი გამოაშკარავდა. დაიწყება თუ არა ომი, მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზეა დამოკიდებული.
და თუ დიდი ომი ატყდება, თქვენ, მის წამქეზებლებს, სათითაოდ დაგასახელებენ. დაწყევლილი იქნებით ამჟამინდელი და მომავალი თაობების მიერ. და ზოგიერთი თქვენგანი, ტრიბუნალამდეც იცოცხლებს.
ის კი, ვინც ომის წინააღმდეგია, ვერ შეძლებენ, ვერც იდეოლოგიური უთანხმოებებს და ვერც საპოლიციო ხელკეტების გამიჯვნას”, – ნათქვამია რუსეთის მთავრობისადმი მიმართვაში.
წყარო : kvira.ge