„მე აღარ ვაპირებ გაჩერებას. ძალიან ბევრი ცილისწამება გავუტარე ყველას.
ღამის ორ საათზე მესმის საშინელი ხმა, 10 წლის ბავშვს ეგონა ტერორისტები მოვიდნენ, უნდა აგვაფეთქონო? კინოში მეგონა თავი. შემოვარდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს, ხელები სულ დალურჯებული აქვს, სოსოც დააგდეს.
ოთახში შევარდნენ და მივყვებოდი, რას აკეთებთ-თქო?! ჩემი თვალით დავინახე ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, დავიფიცებ, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, ჩემი თვალით დავინახე, როგორ გამოხსნეს სოსოს კარადა, სადაც მაისურებია და „კალაშნიკოვი“, “აკაესი“… ბავშვი შედის ოთახში და როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს ორი იარაღი უკანონო ჰქონდა? შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემ მომკიდა ხელი, დაუძახა ბიჭებს აქ რა გინდა, აქ რატომ ამოიყვანეთო“,- აღნიშნავს სოსო გოგაშვილის მეუღლე.
თეა მარტყოფიშვილის თქმით, მისი მეუღლე ღირსეული ადამიანია.
„მაჩალიკაშვილს 2 პრიმა მუხლი ხომ წაუყენეს, რომ ჩვენი ლიკვიდაცია უნდოდა და კაცი გარეთ დადის. აქედან მე დასკვნა გამომაქვს, რომ მაჩალიკაშვილს კი არ სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია, არამედ სდომებია ამ მთავრობას: ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, გომელაურს, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე არის ღირსეული, 1997 წლიდან სტიქაროსანია და არასდროს არის ადვილად მართვადი, ბინძურ საქმეებს ხელს არასდროს მოაწერს. ბოლოს რატომაც მოიშორეს, ეს იყო უცხოელებთან კონტაქტი. ჩემი ქმრის ნამდვილად ეშინიათ. ვერც წილები და ვერც სიბინძურეები უნახეს. ჩემმა მეუღლემ ასე თქვა, სანამ პატრიარქი ცოცხალი იქნება და სანამ მას უდიერად ვინმე შეეხება, მზად იყავი, რომ მე მის მაგივრად მივდივარ ტყვიაზეო“,- განაცხადა თეა მარტყოფიშვილმა