“ტვ პირველის” დამფუძნებელი პირველად ამბობს, რა უთხრა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მყოფ “ქართული ოცნების” დეპუტატს, რასაც ანრი ოხანაშვილის მიერ ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.
ვატო წერეთელი ამბობს, რომ მან მმართველი პარტიის ლიდერს უთხრა, “ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მათ კისერზე იყო”.
”მოდიოდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების წლისთავი. ანრი ოხანაშვილს მე ვუთხარი, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე კიდიათქო. მართლაც ამ ძალიან მაგარი ბიჭის სიკვდილი, რომელიც თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, ირაკლი ღარიბაშვილის და პარლამენტის კისეზეა”-აღნიშნა მან.
ტვ პირველი