პუტინის მხარდამჭერი, ნიკოლოზ ცისკარიძე გურიაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალერონი და პუტინის მხარდამჭერი ნიკოლოზ ცისკარიძე საქართველოში ისვენებს.

არტისტი სოციალურ ქსელ ტელეგრამზე გურიაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და პოსტს აქვეყნებს.

„მეგობრებო,  ბოლოს და ბოლოს დასვენების დროა. გამოცდები ჩაბარებულია, გასტროლები ჩატარებულია, ბავშვები გადანაწილდნენ თეატრებში. რთული წელი იყო, მაგრამ ყველაფერი გამოგვივიდა. მადლობა აკადემიის თანამშრომლებს, ჩემს კოლეგებს, მტრებსაც რომლებიც მაიძულებენ უფრო მეტი ვიფიქრო და განვვითარდე.

და მადლობა თქვენ, ჩემო მეგობრებო სოციალურ ქსელში. თქვენ ჩემ გვერდით ხართ და ერთად ძლიერები ვართ.  და ახლა, ისე როგორც 30 წლის წინ.  ზაფხული, ბედნიერება, საქართველო. ყველას გისურვებთ, მალე წახვიდეთ დასასვენებლად“ – წერს ცისკარიძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share