შეიძლება, რაღაცებს ვერ აანალიზებს, შეიძლება, კონსტიტუცია ვერ გაიგო კარგად…პრეზიდენტს არ შევყვებით კინკლაობაში – კობახიძე

„მას უნდა, ჩვენ კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ამაში ნამდვილად არ შევყვებით, რადგან არანაირი ინტერესი არ გვაქვს პოლემიკაში და კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. შეიძლება, თავისი როლი უნდა, წინ წამოწიოს, შეიძლება, ვიღაცის გავლენის ქვეშ არის, შეიძლება, რაღაცებს ვერ აანალიზებს, შეიძლება, კონსტიტუცია ვერ გაიგო კარგად. ბევრი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს და შეიძლება, ყველა ერთად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ და პრეზიდენტს არ შევყვებით კინკლაობაში“

– თქვა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share