“შვილების ცხედრები მაინც წაიღონ”- დნეპრის მორგში 1500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის ცხედარია, მათი წაყვანა არავის სურს

დნეპრის მორგში რუსი ჯარისკაცის 1500-ზე მეტი ცხედარია, მათი წაყვანა არავის სურს. ამის შესახებ Unian-ი წერს.

Настоящее Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში დნიპროს მერის მოადგილემ მიხაილ ლისენკომ მოუწოდა რუს დედებს უკრაინაში დაღუპული 1500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადაასვენონ.

„დნეპრის მორგში ახლა 1500-ზე  მეტი დაღუპული რუსი ჯარისკაცია, რომელთა წაყვანაც არავის უნდა.

ვიმედოვნებთ, რომ რუსი ჯარისკაცების დედები შეძლებენ მოსვლას და  საკუთარი ვაჟების გადასვენებას, რომელსაც ისინი მთელი ცხოვრება ზრდიან. ჩვენ უკვე გვაქვს ოთხი მაცივარი სავსე რუსი ჯარისკაცების გვამებით. ყოველ შემთხვევაში, ისინი ვიღაცების შვილები არიან.

ისინი დედებმა გაზარდეს, უყვარდათ, პირველ სექტემბერს მათთან ერთად დადიოდნენ სკოლაში. ჩვენ მოვაწყობთ ამ ყველაფერს, შვილების ცხედრები მაინც წაიღონ“, – განაცხადა ლისენკომ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share