“ირაკლი კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა…” – ასე ეხმაურება მთავარი არხის ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმას.
ირაკლი კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა როგორც ჩანს. მე უბრალოდ მინდოდა, მას შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება, სადაც მან განაცხადა, რომ კგბ-ს აგენტის შვილი იყო ირაკლი კობახიძე და აქედან გამომდინარე მას არ უკვირდა კობახიძის კავშირები რუსეთთან.
ამ კითხვის შემდეგ პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარე ჩემი მისამართით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზოგადად მმართველი გუნდის წევრები თავს ესხმიან კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც მათ არ მოსწონთ ჩვენი კითხვები, – ამბობს ნატალი ჯახუტაშვილი.