ქუთაისში 48 წლის ქალი დედა გახდა. როზეტა ვაშაკიძემ ბავშვი კლინიკა “ბომონდში“ გააჩინა.
„მართალია, ორსულობის პერიოდი პრობლემებით გამოირჩეოდა. დედას ჰქონდა ახალი კორონავირუსული ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია და სხვადასხვა გართულება, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა და ქვეყანას პატარა კატო მოევლინა. „ბომონდი“-ს კლინიკების ქსელის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავ ოჯახს ამ დიდ სიხარულს,“-ამბობს ნანა შარვაშიძე.