ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდება

პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში მიფრინავს. ის კოსმოსში თავისივე აშენებული რაკეტით გაფრინდება და იქ 11 წუთს გაატარებს.

ჯეფ ბეზოსის გარდა ბორტზე კიდევ ოთხი ადამიანი იქნება, მათ შორის არის, მისი ძმა ბარკ ბეზოსი, უოლი ფანკი და 18 წლის ოლივიე დეიმენი. ხომალდ “ბლუ ორიჯინის” ერთი მონაწილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, ონლაინ აუქციონის დროს ინკოგნიტომ ბილეთი 28 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა. მისი ვინაობა, შესაძლოა, ფრენის წინ გახდეს ცნობილი.

ხომალდი ექვს ადამიანზეა გათვლილი. კაფსულაში დამონტაჟებულია 6 ფანჯარა, რომელიც სტუმრებს კოსმიური ხედებით დატკბობის საშუალებას მისცემს. ხომალდის კაფსულა დედამიწაზე პარაშუტით დაეშვება.

გაფრენა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share