“კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს”, – ასე გამოეხმაურა “მთავარი არხის” ჟურნალისტზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თავდასხმას სალომე ზურაბიშვილი.
ქვეყნის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში პირდაპირ დაწერა, რომ კობახიძის საქციელი ჩვენს ქვეყანას, კულტურას და ტრადიციებს შეურაცხყოფს.
კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას.
“ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!”
ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!, – წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს “მთავარი არხის” ჟურნალისტმა “ოცნების” თავმდჯომარეს კითხვა რადას ფრაქცია ” ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რამაც კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია და მან კრიტიკული მედიის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა.