ოზურგეთში “ქართული ოცნების” დეპუტატზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

‘ქართული ოცნების” დეპუტატზე, პაატა კიღურაძეზე შეიარაღებული თავდასხმა მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა.

თუ რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამის გასარკვევად, “გურიის მოამბე” თავად კიღურაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ახალი წლის ღამეს თოფი მას გაუვარდა და მის მანქქანას მოხდა.

თუმცა, რამდენიმე პირმა, რედაქციას გურიის მთავარ სამმართველოში დაუდასტურა, რომ კონკრეტულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და რომ დეპუტატს, სანადირო თოფიდან ცეცხლი ჯერ ჯერობით გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა გაუხსნეს.

თუ რატომ ცდილობს დეპუტატი მომხდარის დამალვას, ეს ჩვენთვის უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share