ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის სოფლებში ახლადდანიშნულ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მომავალი წლის პრიორიტეტები განიხილა.
სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, წყლით მომარაგების სისტემების გამართვა, გაზიფიკაციის დასრულება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც მერმა თავის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა.