გურიის მოამბე

დაზარალებული უკრაინელი ქალბატონის ჰოსპიტალიზება სოფელ ლესადან მოხდა

დაზარალებული უკრაინელი ქალბატონის ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში გადაყვანა, ლანჩხუთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ლესადან მოხდა – ამის შესახებ განცხადება ლანჩხუთის კლინიკის ხელმძღვანელმა, რევაზ კვერენჩხილაძემ გააკეთა.

ლანჩხუთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ადგილობრივი მკვიდრის, ელენე მშვიდობაძის ინფორმაციით, რომელმაც სოციალური ქსელით პირველად გაავრცელა ეს ინფორმაცია, უკრაინელი გოგოს საავადმყოფოში ტრანსპორტირება ბათუმელმა ტაქსის მძღოლმა განახორციელა.

Verified by MonsterInsights