სოციალური ქსელის მომხმარებელი, მამისა ჯაფარაშვილი თავის ვიდეომიმართვაში ემიგრანტ ქალებს მიმართავს.
“ამ დღეებში ამეკვიატა: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი”. ნუ ეწყინებათ ჩემს ემიგრანტებს, თუ ეს ციტატა მაგათთვის მოვიშველიე. ადამიანი წლობით რომ ოჯახს მიატოვებ და წახვალ… და ქალი რომ გავა ოჯახიდან, ქალი, რომელიც მართლა დედაბოძია და სტიმულია ქმარ-შვილისთვის…
ქართველ ქალს ომის, უბედურების დროს თვითონ გამოჰქონდა იარაღი, ქმარ-შვილს აძლევდა და სამშობლოს დასაცავად ომში აგზავნიდა. დღეს რა მოცემულობა გვაქვს? ქალებმა გაიხურეს კარები – არა, დედა, არა, ჩემო ქმარო, იჯექი სახლში, ჩემი გამოგზავნილი ფულით იცხოვრე, გადაიდე ფეხი ფეხზეო და რა მივიღეთ? გაზულუქებული კაცები, შვილები, ახალგაზრდები, რომლებსაც საერთოდ არ ანაღვლებთ დედა. რამდენისგან გამიგონია, დედაჩემი ,,ფირმაშიაო”. რის ,,ფირმაშია”, რა ,,ფირმაშია!”.
ძალიან გული მწყდება, ქალებმა დიდი ზიანი მივაყენეთ ჩვენს ქვეყანას. ნამდვილად არ მეგონა, ჩემი თაობა თუ ასე გაფუჭებული იყო, ამის პირდაპირი გაგებით, განსაკუთრებით ვამბობ კაცებზე, რადგან საშინელებას ვხედავ, მამები და შვილები ერთად ეწევიან მოსაწევს. როდის აქეთ გავხდით ასეთები?!..უფალმა რამდენი რამ მოიგონა სასიამოვნო და რა გინდა, ბიჭო, რაში ეძებ სიამოვნებას! მინდა გთხოვოთ, ემიგრანტო ქალებო, დაბრუნდით, დაბრუნდით, გეხვეწებით და ჩვენ, ქალებმა უნდა გამოვასწოროთ, რა შეცდომაც დავუშვით.
ჩვენი ბრალია, ეს გალაჩრებული კაცები რომ არიან. ჩამოდით, ქალებო და ისევ ჩვენ გადავარჩინოთ, რაც ჩვენ შეგვეშალა. იმ სიტყვებითვე დავასრულებ, რითიც დავიწყე: ,,სჯობს მონობაში გადიდკეცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი”. ვერასდორს ვერ მოიხსნით მონობის ბორკილს მონობით, გამორიცხულია”, – ამბობს ვიდეომიმართვაში მამისა ჯაფარაშვილი.