ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების რიტორიკას იმეორებს და მათსავით ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების ელჩი ქართულ სასამართლოზე ზეწოლას ახდენდა.
ამის შესახებ მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა და ნიკა გვარამიას საქმე ახსენა.
“ნაპროკურორალი, მედიის ვითომ ხელმძღვანელის გულისთვის, ამერიკის ელჩი ცდილობს, რომ ის გააშვებინოს და ზეწოლას ახდენს მოსამართლეზე. წარმოიდგინეთ რა ვითარებაა. თან კიდევ გვეფიცებიან კანონის უზენაესობას, როცა არ აწყობთ მაშინ არაფერი კანონის უზენაესობა არ აინტერესებთ. ლუდოვიკომ ხო თქვა, მე ვარ კანონიო – კანონი ისაა, ვისაც ძალა აქვს და მორჩა, ამათ ამნაირი მიდგომები უნდათ”, – თქვა მან.