ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე, ლიზა იასკო სოციალურ ქსელში განცხადებას ავქეყნებს და სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან გასვლის შესახებ წერს.
“მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკის დატოვების შესახებ დეტალური კომენტარებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მან ყველაფერი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად.
უკრაინაში ყველაფერი საქართველოს გამო დატოვა. იმ დროს, როცა ის ძალიან გვჭირდებოდა უკრაინაში, ის იქ იქნებოდა მთელი ამ თვეების განმავლობაში.
ახლა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას მთელი თავისი ენერგია დაუთმოს პოლიტიკას.
ახლა პრიორიტეტულია მისი ცხოვრება და მკურნალობა საქართველოს ფარგლებს გარეთ”, – წერს ლიზა იასკო.